ევროკავშირი მხარდაჭერას უცხადებს სომხეთისა და აზერბაიჯანის გადაწყვეტილებას, საქართველოში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით. ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი Twitter-ზე წერს.
„მქონდა შესანიშნავი შეხვედრები აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან და ვიცე-პრემიერ მუსტაფაევთან. შეფასდა სამშვიდობო პროცესის მდგომარეობა. ასევე გამოვხატე ევროკავშირის მხარდაჭერა აზერბაიჯანისა და სომხეთის გადაწყვეტილების მიმართ, გამართონ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა საქართველოში“, – წერს ტოივო კლაარი.
დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში შეხვედრას გამართავენ.