logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინახოთ ის ბუნება, რომელიც აქ არის, შევინახოთ ის ისტორია, რომელიც აქ არის და შევინახოთ ის ტრადიცია, რომელიც აქ არის
- +

16 ივლისი. 2022. 16:58

აქ თითოეული მთა, სოფელი და ბილიკი ინახავს ჩვენ ისტორიას და როდესაც ჩვენ ამ ბილიკებზე დავდივართ, ამ მთებს შევყურებთ, ამ სოფლებში ვართ თანაზიარნი ვართ იმ ისტორიის, რომელიც ამ რეგიონმა ასე სათუთად შემოგვინახა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოფელ ომალოში, რომელიც მთის კვირეულის ფარგლებში თუშეთში იმყოფებოდა.

„მივესალმები აქედან მთლიანად საქართველოს. მივესალმები ადგილიდან, რომელიც მართლაც უნიკალური ბუნების და კულტურის საგანძურია. აქ თითოეული მთა, სოფელი და ბილიკი ინახავს ჩვენ ისტორიას და როდესაც ჩვენ ამ ბილიკებზე დავდივართ, ამ მთებს შევყურებთ, ამ სოფლებში ვართ და ამ სახლებს ვხედავთ, თანაზიარნი ვართ იმ ისტორიის, რომელიც ამ რეგიონმა ასე სათუთად შემოგვინახა. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინახოთ ის ბუნება, რომელიც აქ არის, შევინახოთ ის ისტორია, რომელიც აქ არის და შევინახოთ ის ტრადიცია, რომელიც აქ არის“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე განცხადებით, ინფრასტრუქტურული კუთხით რაც უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება ადამიანები ოჯახებით, მეგობრებით და სტუმრებით ამოვლენ თუშეთში და დატკბებიან იმ სილამაზით, რომელიც აქ დახვდებათ.

„პრემიერ-მინისტრმაც ახსენა მთის კანონი, რომელმაც ბევრი შეღავათი მისცა მთაში მცხოვრებ ადამიანებს იმისთვის, რომ ისინი დაუბრუნდნენ თავის მამა-პაპისეულ სახლებს, იმისთვის რომ აქ მცხოვრებ ადამიანებს ცხოვრების ღირსეული პირობები ჰქონდეთ და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს პირობები იქნეს უზრუნველყოფილი. კიდევ ერთხელ გილოცავთ მთის დღეს და მთის კვირეულს, თუშეთობას. მოვუწოდებ ყველას ამოვიდნენ თავისი ოჯახებით, მეგობრებით, სტუმრებით, დატკბნენ აქაური სილამაზით და ამ ემოციებით დაბრუნდნენ ბარში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სოფელ ომალოში გამართულ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტისა და მთავრობის წევრები დაესწრნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner