logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი: სანდრა რულოვსი არჩევნებში მარცხისთვის არის განწირული
- +

19 აგვისტო. 2016. 17:57



პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სანდრა რულოვსი არჩევნებში მარცხისთვის არის განწირული.


„ეჭვი არავის ეპარება, რომ სანდრა რულოვსი არჩევნებში  განწირული იქნება მარცხისთვის",- აცხადებს გიორგი კახიანი.


მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი საქართველოს კანონმდებლობას „არაფრად აგდებს" და უხეშად ერევა წინასაარჩევნო კამპანიაში.

 

„სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს არის ოდესის გუბერნატორი, არღვევს ქართულ კანონმდებლობას. როგორც ოდესის გუნერნატორი და როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქე, იგი უხეშად ერევა წინასაარჩევნო კამპანიაში. მას ამის უფლება არ აქვს. სამწუხაროდ, იგი საქართველოს კანონმდებლობას არაფრად აგდებს", - განაცხადა გიორგი კახიანმა.


შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" სანდრა რულოვსი ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დღეს წარადგინა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner