logo_geo
eng_logo
ოლაფ შოლცის თქმით, გერმანიის მიერ წიაღისეული საწვავის ელექტროსადგურების ხელახალი გააქტიურება დროებითია
- +

16 ივლისი. 2022. 19:30

 

 

ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინაში ომის გამო ენერგორესურსების დეფიციტის შესამსუბუქებლად ქვანახშირსა და ნავთობზე მომუშავე ელექტროსადგურების ხელახალი გააქტიურების შესახებ მხოლოდ დროებითია. ამის შესახებ AP წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება გერმანიის კანცლერმა კვირას გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

 

„ის ფაქტი, რომ უკრაინაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმის გამო, ჩვენ ახლა დროებით გვიწევს ზოგიერთი ისეთი ელექტროსადგურის გამოყენება, რომელიც უკვე ექსპლუატაციაში აღარ იყო, სამწუხაროა, მაგრამ ეს მხოლოდ ძალიან მოკლე დროით მოხდება“, - აღნიშნა შოლცმა.

 

კანცლერის თქმით, გერმანია კლიმატურ კრიზისთან ბრძოლისთვის მიღებული გადაწყვეტილებების ერთგული რჩება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner