logo_geo
eng_logo
სოსო ტყემალაძე: ზაფხულის ტესტებმა ქართული რაგბის ისტორია შეცვალა და სხვა საფეხურზე გადაგვიყვანა
- +

16 ივლისი. 2022. 20:16

 

 

ვფიქრობ ზაფხულის ტესტებმა ქართული რაგბის ისტორია შეცვალა და სხვა საფეხურზე გადაგვიყვანა, - ამის შესახებ სოსო ტყემალაძემ „ბორჯღალოსნებისა“ და პორტუგალიის ნაკრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა მოთამაშეებს გამარჯვება მიულოცა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახს მადლობა გადაუხადა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ „ბორჯღალოსნები“ რეგიონებში მომავალშიც ითამაშებენ.

 

„ნახეთ, როგორ არის მოწყობილი ქუთაისის ულამაზესი ბაზა, ისევ მადლობა [ამისთვის] ივანიშვილების ოჯახს. ეს შევსებული მოედანი ასე გალამაზებული არავის უნახავს. ვგეგმავთ [მატჩების ჩატარებას] თელაში, ფოთში, რუსთავში. ეს არის ის, რასაც უნდა ვემსახუროთ“, - განაცხადა ტყემალაძემ.

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია ანგარიშით 23:14 დაამარცხა. ივლისის ტესტ-სერიის დასკვნით შეხვედრაა ქუთაისში, „აია არენაზე“ გაიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner