„ქართული ოცნების" წევრი ალექსანდრე ქანთარია პარტიიდან ნანა ყეინიშვილის წასვლას ეხმაურება. ქანთარია პარტიიდან ყეინიშვილის წასვლას დიდ ტრაგედიად არ მიიჩნევს.
„თუ დატოვა, ეს არ არის დიდი ტრაგედია „ქართული ოცნებისთვის". არ დაგვჭირდება ამისთვის მოსასულიერებელი „კაპლები", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა ნანა ყეინიშვილმა „ქართული ოცნება" დატოვა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას პარტია „ჩვენების" სახელით მიიღებს.