logo_geo
eng_logo
ბაკურ სვანიძე: ღარიბაშვილის ფაქტორი!
- +

16 ივლისი. 2022. 21:44

 

 

„ღარიბაშვილის ფაქტორი“ - ასეთი რამე აშკარად არსებობს ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თუნდაც ავიღოთ ყველაზე გახმაურებული ფაქტები, რომლის გამოც, ლამის მართლა რევოლუციები მოხდა - მაჩალიკაშვილის მკვლელობის, სარალიძის საქმის არასწორი გამოძიების, გავრილოვის სავარძელში ჩაჯდომის და სხვა მღელვარე ამბების დროს, არც ერთ მეტ-ნაკლებად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი არ იყო. ხოლო, როდესაც ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა, თავდაცვის და მით უფრო პრემიერ მინისტრად მუშაობდა, მე პირადად, ასეთი „ჩეპეები“, რატომღაც, არ მახსენდება...

 

ბოლოს, ნიკა მელიას და „ნაციონალების“ მიერ „მასშტაბური“ ე.წ. „დაუმორჩილებლობა“ მზადდებოდა და იქაც, თავდაცვის მინისტრობიდან პრემიერ მინისტრად გადმონაცვლებულმა ღარიბაშვილმა მოაგვარა გაბედული ნაბიჯის გადადგმით და ნაცების ოფისში უზადოდ ჩატარებული სპეცოპერაციით... ზუსტად ვერ ვიტყვი, ეს ღარიბაშვილის ხასიათის დამსახურებაა, თუ დამთხვევებია, მაგრამ ფაქტი ნამდვილად არის... ასევე, იმაზეც ვფიქრობ, რომ არა ღარიბაშვილის ასეთი ხასიათი, ევროპარლამენტში „ნაცებისგან“ მოსყიდული დეპუტატების განცხადებებს რა მოყვებოდა და როგორ იმოქმედებდა კვირიკაშვილი ან კიდე გახარია... ან სხვა... ეს არ არის მისი რეკლამა და ქება, უბრალოდ განსჯისა და დაფიქრებისთვის დავწერე...

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner