logo_geo
eng_logo
ფოთში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი გაიხსნა
- +

16 ივლისი. 2022. 22:53

 

 

ფოთში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი გაიხსნა, რომელშიც 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე ასპარეზობს. მათ შორის საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში.

 

ფოთის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების საზეიმო გახსნას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე დაესწრო, მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა. წელს ფესტივალს ათი დღის განმავლობაში, ფოთის ახალი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მასპინძლობს. მისი საპრიზო ფონდი 45 000 ლარს შეადგენს.

 

ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული თუ კულტურული ღონისძიება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner