logo_geo
eng_logo
ესპანეთსა და პორტუგალიაში სიცხეს 600-მდე ადამიანი ემსხვერპლა
- +

16 ივლისი. 2022. 23:13

 

 

ესპანეთში სიცხეს, რომელიც თითქმის ერთი კვირაა გრძელდება, 360 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Reuters კარლოს III-ის სახელობის ჯანმრთელობის სახელმწიფო ინსტიტუტზე დაყრნობით წერს.

 

ესპანეთში ჰაერის ტემპერატურამ 45,7 გრადუსს მიაღწია. მეზობელ პორტუგალიაში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე დღის განმავლობაში 40 გრადუსს აღწევდა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ანომალიურ სიცხეს 238 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა უმრავლესობას ხანდაზმულები წარმოადგენენ.

 

პორტუგალიაში, ესპანეთსა და ასევე საფრანგეთში ტყის ხანძრები გაჩნდა, რის გამოც ათასობით ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner