logo_geo
eng_logo
მარია ზახაროვა: დასავლური მედიების ორკესტრში, რომელსაც ძია სემი დირიჟორობს, საკუთარ პარტიას უკრავს ბერძნული პრესაც
- +

16 ივლისი. 2022. 23:14

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ბერძნული მედია აქვეყნებს ფეიქებს რუსეთის ფედერაციის შესახებ და დისციპლინურად ასრულებს ვაშინგტონის ბრძანებას.

 

ზახაროვას თქმით, ბერძნული მედია განსაკუთრებით „ამახინჯებს“ ბუჩას ტრაგედიას.

 

„ამის წაკითხვის შემდგომ თქვენ შეგიძლებთ დარწმუნდეთ, რომ დასავლური მედიების ორკესტრში, რომელსაც ძია სემი დირიჟორობს, საკუთარ პარტიას უკრავს ბერძნული პრესაც. არ გამოირჩევა შესრულების ორიგინალურობით, მაგრამ დისციპლინურად იცავს საზღვარგარეთის კურატორების ანტირუსულ ბრძანებას“, - განაცხადა ზახაროვამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner