იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის დანა-ჩანგალი ინგლისში გამართულ აუქციონზე 11 250 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ამის შესახებ Daily Mail წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ვერცხლის მოოქროვილი დანა-ჩანგალი ბონაპარტისთვის დაახლოებით 1810 წელს, პარიზში დაამზადეს. მათზე იმპერატორის ინიციალი - N-ია ამოტვიფრული. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დანა და ჩანგალი ვატერლოოს ბრძოლაში ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ მისი ეტლიდან აიღეს.
აქამდე დანა-ჩანგალი უესტონების ოჯახში ინახებოდა, რომლებმაც ისინი 1920-იან წლებში შეინახეს.