„მოცემულ მომენტში ხერსონის ოლქს 12-15 ათასი რუსი ოკუპანტი „იცავს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ოკუპანტების ვერც მსგავსი რაოდენობა და ვერც დანაღმული ველები ვერ შეაჩერებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევას, როდესაც ის დაიწყება.
არესტოვიჩის განმარტებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიაა HIMARS-ის დახმარებით გაანადგუროს რუსეთის საწყობები და საკონტროლო პუნქტები და ამის შემდეგ განახორციელოს შტურმი რეგიონზე.
„ხერსონის მიმართულებით გაწმენდა ხდება არტილერიით... აუცილებელია ყველაფრის გაწმენდა HIMARS-ით - საწვავის, სამეთაურო პუნქტების შემდეგ კი ყველა იმ სასაცილო ბეტონის იარაღის, რომელიც მათ მოიტანეს. ხალხი უბრალოდ აწეული ხელებით ადგებიან, როცა საწვავი და საბრძოლო მასალა არ იქნება“, - თქვა არესტოვიჩმა.