უკრაინის პირველი ლედის ელენა ზელენსკას განცხადებით, რუსი თავდამსხმელების მოგერიებისას უკრაინელები ამას არა მხოლოდ თავისთვის, არამედ ევროპისთვისაც აკეთებენ.
ამის შესახებ ზელენსკამ იტალიური გამოცემა Corriere della Sera-სთან ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვას, რას უპასუხებს ის ქვეყანაში მყოფ პაციფისტებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ომის გაწელვას ნიშნავს, ზელენსკამ აღნიშნა, რომ პაციფისტად ყოფნა მაშინ როდესაც თავს გესხმის მკვლელი იარაღით - უკანასკნელი გადაწყვეტილებაა ცხოვრებაში.
„უბრალოდ წარმოიდგინეთ, თქვენს ქვეყანაში, საოცარ მილანში ან ნეაპოლში შემოიჭრნენ რუსი დამპყრობლები. წარმოიდგინეთ, რომ მათ დაიპყრეს რომის შემოგარენი, მოკლეს გარეუბნების მცხოვრებლები, მათი რაკეტები მოფრინავენ ყოველდღიურად ბოლონიის საცხოვრებელ სახლებში და შემდეგ იქიდან ამოგყავთ უსულო ბავშვები და ამ დროს ვიღაც ამბობს: „დააწყეთ იარაღი, არ შეეწინააღმდეგოთ!“ სცადეთ დაელაპარაკოთ მათ, ვინ ახლახან მოკლა თქვენი მშობლები ბომბით ან დანაღმა თქვენი შვილების სკოლა“,- განაცხადა ელენა ზელენსკამ.
მისი თქმით, დამპყრობელი, ისევე როგორ მოძალადე, არასდროს არ გაჩერდება და „თუ მას დანებდები, ის უფრო შორს წავა და ვინ იცის იქნებ თქვენამდეც მოვიდეს”.