logo_geo
eng_logo
ერაყის ავიაციამ „ისლამური სახელმწიფოს“ 30 ავტოცისტერნა გაანადგურა
- +

19 აგვისტო. 2016. 18:59



როგორც ტელეკომპანია  „Al  Sumaria" იუწყება, ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალებმა 30 ავტოცისტერნა გაანადგურეს, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს" ეკუთვნოდა.


ერაყის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ავიაიერიშის დროს 12 „ბოევიკი" დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაიჭრა.


 ნავთობით დატვირთული ავტოცისტერნების კოლონა ნაინავას პროვინციაში მიდიოდა, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი მოსულია. ერაყის შეიარაღებული ძალები ამ ქალაქის აღებას ცდილობენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner