logo_geo
eng_logo
საბერძნეთში ავიაკატასტროფა მოხდა
- +

17 ივლისი. 2022. 10:19

 

 

ჩრდილოეთ საბერძნეთში, ქალაქ კავალასთან ახლოს, სატვირთო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა და ჩამოვარდა, - ამის შესახებ BBC ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს.

 

თვითმფრინავი „Antonov-12“, რომელიც უკრაინაში დაფუძნებული კომპანიის საკუთრება იყო, სერბეთიდან იორდანიაში მიფრინავდა.

 

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იყო ბორტზე და გადარჩა თუ არა ვინმე.

 

საბერძნეთის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით, თვითმფრინავს 12 ტონა, პოტენციურად სახიფათო ტვირთი გადაჰქონდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner