logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის თბილისში შეხვედრას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს
- +

17 ივლისი. 2022. 12:30

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის თბილისში გუშინ გამართულ შეხვედრას ეხმაურება და მას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს. ამის შესახებ ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

 

„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირმოვმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს თბილისში შეხვედრით. პირდაპირი დიალოგი ყველაზე სარწმუნო გზაა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უთანხმოების მოსაგვარებლად“, – წერს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner