logo_geo
eng_logo
რუსულმა ძალებმა მიკოლაევზე სარაკეტო იერიში განახორციელეს
- +

17 ივლისი. 2022. 15:31

 

 

რუსეთის ძალებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს მიკოლაევში ინდუსტრიულ და ინფრასტრუქტურულ ობიექტზე. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press ავრცელებს.

 

ქალაქის მერის ალექსანდრე სენკევიჩის განცხადებით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

 

როგორც მედია წერს, მიკოლაევი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და უკრაინის მთავარ საპორტო ქალაქ ოდესას შორის მდებარეობს, ბოლო კვირების განმავლობაში რეგულარულ სარაკეტო დარტყმებს ქვეშ იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner