ცესკო-მ საზღვარგარეთ დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეების საპრალამენტო არჩევნებში მონაწილეობის წესი დაამტკიცა.
ცესკო-ს პრესსპიკერის ანა მიქელაძის თქმით, ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროები ხმის მიცემას 1 ოქტომბერს შეძლებენ. მისი განცხადებით, ავღანეთში გაიხსნება ორი საარჩევნო უბანი - ბაგრამისა და მაზარი-შარიფის უბნები.
„კენჭისყრა გაიმართება 2016 წლის 1 ოქტომბერს, დილის 08.00 საათიდან 20.00 საათამდე ადგილობრივი დროით. გადასატანი საარჩევნო ყუთი უბანში შეიძლება დაბრუნდეს 20.00 საათის შემდგომ. 1 ოქტომბერს ფორსმაჟორული გარემოებების შესაძლო მოვლენების შემთხვევაში, კენჭისყრა შეიძლება გაიმართოს გარემოებების აღმოფხვრიდან მომდევნო დღეს, მაგრამ არაუგვიანეს 4 ოქტომბრისა", - განაცხადა ანა მიქელაძემ.