„სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში წყალდიდობას სულ მცირე 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
წყალდიდობის შედეგად, ათასობით ადამიანი დააზარალა.
სამხრეთ-დასავლეთის პროვინცია სიჩუანში, სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და 12 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 1 300 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
იმავდროულად, ქალაქ ლონგანში, განსუს ჩრდილო-დასავლეთის პროვინციაში, კიდევ ექვსი გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა და 3000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.