logo_geo
eng_logo
ჩინეთში წყალდიდობას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა
- +

17 ივლისი. 2022. 19:14

 

 

სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში წყალდიდობას სულ მცირე 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

 

წყალდიდობის შედეგად, ათასობით ადამიანი დააზარალა.

 

სამხრეთ-დასავლეთის პროვინცია სიჩუანში, სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და 12 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 1 300 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

 

იმავდროულად, ქალაქ ლონგანში, განსუს ჩრდილო-დასავლეთის პროვინციაში, კიდევ ექვსი  გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა და 3000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner