logo_geo
eng_logo
ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრი 20 და 21 ივლისს სეზონს პრემიერით დახურავს
- +

17 ივლისი. 2022. 20:10

 

 

ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრი 20, 21 ივლისს, 18:30 საათზე, სეზონს პრემიერით - „ხანუმა“, დახურავს.

 

„გიბრუნდებით კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლით. 20, 21 ივლისს, 18:30 საათზე, სეზონს დავხურავთ პრემიერით - „ხანუმა“ (კომედია ორ მოქმედებად), აქვსენტი ცაგარელის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით; ტექსტი ადაპტირებულია ალექსანდრე ელოშვილის მიერ. თქვენ წინ გელოდებათ მხიარული და სასიამოვნო 2 საათი“, - ამის შესახებ ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრი სოციალურ ქსელში წერს.

 

სპექტაკლის რეჟისორია ალექსანდრე ელოშვილი, მუსიკალური გაფორმება - ნიკოლოზ რაჭველის. სპექტაკლში გამოყენებულია ვიქტორ დოლიძისა და არჩილ კერესელიძის მუსიკალური კომპოზიციები; მხატვარი: ნათია ბერაძე; ქორეოგრაფი: ხვიჩა ხარაზიშვილი; ტექნიკური რეჟისორი: მარი აბესაძე.

 

მონაწილეობენ: თემურ კიკნაველიძე, ნინო აბესაძე, ბადრი ტაბატაძე, გიორგი გლოველი, ნანა ისიანი, ნინიკო აბესაძე, თემურ ქველიაშვილი, ზურაბ აბესაძე, გიორგი ჩაჩუა, ბარბარე სუჯაშვილი, მარეხ აბესაძე.

 

სპექტაკლში ასევე მონაწილეობს: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კულტურისა და შემოქმედებით ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ზესტაფონი“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner