სუფსაში 60 წლის კაცის ცხედარი იპოვეს, კაცს მდინარეში 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას „გურიის მოამბე“ ავრცელებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათის მცხოვრები 3 დღის წინ მდინარეში ჩავარდა, როცა ის თევზაობიდან სახლში ბრუნდებოდა და მდინარე სუფსის გადალახვას ცდილობდა.
როგორც მისმა თანმხლებმა პირმა აღნიშნა, მამაკაცს ფეხი მდინარის გადმოკვეთისას დაუცდა და ჩავარდნის შემდგომ ის მდინარემ გაიტაცა.