logo_geo
eng_logo
3-დღიანი ძებნის შემდეგ, სუფსაში 60 წლის კაცის ცხედარი იპოვეს
- +

17 ივლისი. 2022. 20:30

 

 

სუფსაში 60 წლის კაცის ცხედარი იპოვეს, კაცს მდინარეში 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ  - ამის შესახებ ინფორმაციას „გურიის მოამბე“ ავრცელებს.

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათის მცხოვრები 3 დღის წინ მდინარეში ჩავარდა, როცა ის თევზაობიდან სახლში ბრუნდებოდა და მდინარე სუფსის გადალახვას ცდილობდა.

 

როგორც მისმა თანმხლებმა პირმა აღნიშნა, მამაკაცს ფეხი მდინარის გადმოკვეთისას დაუცდა და ჩავარდნის შემდგომ ის მდინარემ გაიტაცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner