logo_geo
eng_logo
გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრმა სეზონი სპექტაკლის „დაუძახე - ბროწეულო, პურის თავთავო“ პრემიერით დახურა
- +

17 ივლისი. 2022. 21:44

 

 

გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრმა 177-ე თეატრალური სეზონი საზეიმოდ დახურა. თეატრის სცენაზე სპექტაკლის „დაუძახე - ბროწეულო, პურის თავთავო“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა, რომელიც რეჟისორმა ნიკოლოზ ჰაინე შველიძემ თანამედროვე სპარსელი დრამატურგის, ამირ დეჟაქამის პიესის მიხედვით დადგა.

 

თეატრში მოსულ მაყურებელს ფოიეში თეატრის მხატვართა სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრის გამოფენა დახვდა.

 

ასევე, ერისთავის თეატრთან დამეგობრებული უკრაინული, ნიკოლაევის თეატრის დასახმარებლად შესაწირ ყუთში თანხა შეგროვდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner