ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ზაფხულის წინასასეზონო შეკრებაზე მეორე შეხვედრას „პერუჯას“ წინააღმდეგ მართავს და პირველი ტაიმის შემდეგ 2:0 ამარცხებს.
ქართველმა თავი დასაწყისშივე გამოიჩინა. საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელი „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო.
ხვიჩასთვის ეს ნეაპოლიტანური გუნდის შემადგენლობაში მეორე მატჩში მესამე გოლია. მას, ასევე, ერთი საგოლე პასიც აქვს.