მოსკოვის ოლქის პოლიციამ რუსეთის პირველი არხის ყოფილი რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა დააკავა. ინფორმაცია მის ოფიციალურ „ფეისბუკზე“ ვრცელდება.
მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.
არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რაც დაადასტურა მისმა ადვოკატმა, დმიტრი ზახვატოვმა.
ჯერჯერობით უცნობია დაკავების ოფიციალური მიზეზები.