logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი და გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა თანამდებობებიდან გაათავისუფლა
- +

18 ივლისი. 2022. 00:08

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი და გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა თანამდებობებიდან გაათავისუფლა.

 

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ შესაბამის განკარგულებებშია აღნიშნული.

 

უკრაინული მედიის ცნობით, უსაფრთხოების უმაღლესი თანამშრომელი „უკრაინის შეიარაღებული ძალების დისციპლინური დებულების 47-ე მუხლის“ შესაბამისად გაათავისუფლეს.

 

ამასთან, როგორც მედია იუწყება, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად ალექსი სიმონენკო დანიშნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner