უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი და გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა თანამდებობებიდან გაათავისუფლა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ შესაბამის განკარგულებებშია აღნიშნული.
უკრაინული მედიის ცნობით, უსაფრთხოების უმაღლესი თანამშრომელი „უკრაინის შეიარაღებული ძალების დისციპლინური დებულების 47-ე მუხლის“ შესაბამისად გაათავისუფლეს.
ამასთან, როგორც მედია იუწყება, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად ალექსი სიმონენკო დანიშნა.