„საბერძნეთში 34 წლის ქართველი აფთიაქში შეიჭრა და თანხა მოიპარა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
ბერძნული მედიის ცნობით, 34 წლის ქართველი ამპელოკიფში ფაქტზე დააკავეს.
პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული შემდგომი გამოძიებიდან გაირკვა, რომ დაკავებული 2021 წლის დეკემბრიდან იმავე ტერიტორიაზე დამატებით სამ მაღაზიაში (საეკლესიო ნივთები, აფთიაქი და საკონდიტრო) შეიჭრა, საიდანაც ფული და სხვადასხვა პროდუქტები მოიპარა.