logo_geo
eng_logo
ლაშა ჩხიკვაძე: სიმართლე გითხრათ, ჩემს შეკითხვაზე - არის თუ არა ლაშა ჩხიკვაძე სანქცირებული, პასუხი ვერ მივიღე
- +

18 ივლისი. 2022. 10:49

 

 

„სიმართლე გითხრათ, ჩემს შეკითხვაზე - არის თუ არა ლაშა ჩხიკვაძე სანქცირებული, პასუხი ვერ მივიღე“, - ამის შესახებ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ს საელჩოს განცხადება იყო ზოგადი და დიპლომატიური.

 

„ძალიან მარტივი შეკითხვაა, იმიტომ რომ მას აქვს ორი სავარაუდო პასუხი, მეტი ალტერნატივა არ განიხილება - პირობითად, არის ლაშა ჩხიკვაძე სანქცირებული ამ მოცემულობით თუ არ არის. თუ არის სანქცირებული, ამას, ბუნებრივია, მოსდევს ბუნებრივი კითხვა - რატომ? და ეს „რატომ“ ჩემთვის ძალიან თვალნათელია“, - განაცხადა ჩხიკვაძემ.

 

მისივე თქმით, საელჩოს მიერ ამ თემაზე ერთი წინადადების გავრცელება ნათელს მოჰფენდა ყველაფერს და სპეკულაციებს დაასრულებდა.

 

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობაში შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, ელჩს აინტერესებს, რატომ გამოიყენა თავისუფლების აღკვეთის ზომა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner