logo_geo
eng_logo
ლაშა ჩხიკვაძე: ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება მივიღე მხოლოდ იმ მტკიცებულებების შეფასებიდან გამომდინარე, რაც საქმეში იყო
- +

18 ივლისი. 2022. 10:50

 

 

„კანონის უზენაესობა სწორედ იმას გულისხმობს, რომ ყველამ უნდა ვისწავლოთ როგორც ინსტიტუტებს, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებების პატივისცემა“, - ამის შესახებ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, ის არ და ვერ დაადასტურებს ინფორმაციას, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი ზეწოლის ქვეშ გამოიტანა და მისი გადაწყვეტილება პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

 

​საქმეზე გადაწყვეტილება მივიღე მხოლოდ იმ მტკიცებულებების შეფასებიდან გამომდინარე, რაც საქმეში იყო. ნამდვილად არ შევალ სიღრმეებში, მაგრამ დაგიდასტურებთ, რომ ბატონი ნიკას გასამართლება 2 ეპიზოდში მოხდა და ეს არ ეხებოდა მხოლოდ მანქანის ეპიზოდს და მანქანის ეპიზოდიც არასწორად მიაწოდეს საზოგადოებას. თუმცა, ნამდვილად ვერ შევაფასებ საკუთარ გადაწყვეტილებას. ამისთვის არსებობს ზედა ინსტანციები“, - განაცხადა ჩხიკვაძემ.

 

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობაში შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, ელჩს აინტერესებს, რატომ გამოიყენა თავისუფლების აღკვეთის ზომა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner