გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ლიზ ტრასის განცხადებით, მზადაა, „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდეს.
„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის კანდიდატებს სატელევიზიო დებატების დროს ჰკითხეს, დასხდებიან თუ არა რუსეთის პრეზიდენტის გვერდით „დიდი ოცეულის“ სამიტზე, რაზედაც ტრასმა უპასუხა, რომ ის პუტინს გამოიწვევს.
„მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს და გამოვიწვიო სასაუბროდ ისეთი დიდი ქვეყნების მონაწილეობით, როგორიცაა ინდოეთი და ინდონეზია. ანუ, წავალ იქ და გამოვიწვევ მას სასაუბროდ“, - აღნიშნა ტრასმა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრობის სხვა კანდიდატებმა, პენი მორდაუნტმა, ტომ ტუგენდატმა და კემი ბადენოჩმა განაცხადეს, რომ პუტინთან სასაუბროდ არ დასხდებიან, ყოველ შემთხვევაში, არსებულ პირობებში. რუსებთან საუბარი გამორიცხა ბრიტანეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმაც.