ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებას იმის თაობაზე, რომ ენერგეტიკის სამინისტროს ე.წ. კანონიერმა ქურდმა დავით ქარსელაძემ, მეტსახელად "კალატოზამ" 1 მილიონ 100 ათასი ლარი ჩაურიცხა, აბსურდულს უწოდებს.
როგორც მინისტრმა გადაცემაში „არჩევანი" განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებები პარლამენტში მის მოსმენას უკავშირდება.
„ეს არის დიდი სიცრუე, საერთოდ არ მესმის რაზეა საუბარი და რამდენად ღირს სეროზული კომენტარის გაკეთება. ენერგეტიკის სამინისტროს ცალკე ანგარიში არა აქვს, ერთადერთი ანგარიში არის ხაზინა და არა მგონია, ხაზინაში ასეთი თანხები ირიცხებოდეს. რაც შეეხება ბანკ კალა კაპიტალს, ასეთი ბანკი არ არსებობს. ჩემი დაარსებული ბანკი პროგრეს ბანკია, რომელიც მე გავასხვისე თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ," - განცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" თემები გამოელია და ახლა ეს მოიგონეს“.