logo_geo
eng_logo
რამაზ ლომინაძე: ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია
- +

19 აგვისტო. 2016. 19:51



მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი რამაზ ლომინაძე ამბობს, რომ საქართველოს სჭირდება ისეთი ხელისუფლება და ოპოზიცია, რომელიც ხალხს ემსახურება. მისი თქმით, საქართველოს ბევრი ასეთი ღირსეული ადამიანი ჰყავს.


ლომინაძის განცხადებით, მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი ყოველ პარასკევს გამოაქვეყნებს ადამიანთა სიას, რომელთა მიმართ საზოგადოება დადებითად არის განწყობილი.


„მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფში „ეროვნული თანხმობის პარლამენტის" ფორმირებისთვის  მიგვაჩნია, რომ დღეს  საქართველოს სჭირდება  ისეთი ხელისუფლება და ოპოზიცია, ისეთი  მედია და არასამთავრობო სექტორი, რომელიც ჭკუას კი არ ასწავლის ხალხს, არამედ ემსახურება მას - ხალხს, ქვეყნის ჭეშმარიტ  პატრონს!

 

საქართველო სავსეა ასეთი ადამიანებით, საქართველოს უდიდესი პოტენციალის ადამიანები ჰყავს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე   ქვეყნის გარეთ და ეს დაადასტურა  ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა, საქართველოს მეგობართა  მსოფლიო კონგრესის  მზადების განვლილმა ეტაპმა.  ამას ადასტურებს მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრები საქართველოს რეგიონებში - ქალაქებსა და რაიონებში.  

 

მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი აგრძელებს გაზეთ საქართველოს რესპუბლიკის 12 აგვისტოს  ნომერში გამოქვეყნებულ დოკუმენტების შესაბამის მოქმედებებს.  ჩვენ ამ საკითხებს არ მოვეშვებით და არც იმას ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ სიმართლის საბოლოო ინსტანცია, მაგრამ თანამშრომლობა საჭიროა, დისკუსია აუცილებელია.

 

გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკასთან" შეთანხმებით, ყოველ პარასკევს გამოვაქვეყნებთ მოსახლეობასთან, საზოგადო მოღვაწეებთან, მეცნიერებთან დათათბირებით შერჩეული იმ ადამიანთა სიებს, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში ძირითადში კარგი განწყობაა.  ყოველ ხუთშაბათს, 17 საათზე ტელევიზია „ქართული ტვ" -ს მხარდაჭერით გვექნება  სპეციალური გადაცემა  „ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება".

 

გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის" 19 აგვისტოს ნომერში ვსაუბრობთ 77  პიროვნების შესახებ." 

 

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისათვის.

 

მეცნიერათა საინიციატივო ჯგუფის  დავალებით

 

პროფესორი რამაზ ლომინაძე

19.08.2016წ", - ნათქვამია რამაზ ლომინაძის განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner