logo_geo
eng_logo
ლაშა ჩხიკვაძე კელი დეგნანს: მაქვს ლეგიტიმური უფლება, ვიცოდე, რა მოქმედებასთან მაქვს საქმე. არის ეს სანქცირებული მოსამართლე თუ არ არის
- +

18 ივლისი. 2022. 11:44

 

 

„ყველა მაქსიმალურად მოერიდოს რაიმე ფორმით სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის შესაძლებლობას. სასამართლო არ ექვემდებარება ასეთი ტიპის ზეწოლებს, თუმცა, მაინც სასურველია, რომ ასეთი განწყობები ხელოვნურად არ შექმნან საზოგადოებაში“, - ამის შესახებ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„კიდევ ერთხელ მინდა მივმართო საზოგადოებას, იქნება ეს პოზიციური თუ ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო თუ სხვა ტიპის ორგანიზაციები, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, რომ ყველა მაქსიმალურად მოერიდოს რაიმე ფორმით სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის შესაძლებლობას. ვფიქრობ, სასამართლო არ ექვემდებარება ასეთი ტიპის ზეწოლებს, თუმცა, მაინც სასურველია, რომ ასეთი განწყობები ხელოვნურად არ შექმნან საზოგადოებაში. მისცენ სასამართლოს შესაძლებლობა, შეძლებისდაგვარად მშვიდ გარემოში უზრუნველყოს საქმეებზე გადაწყვეტილების მიღება. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ქალბატონ კელი დეგნანს, იმავე შეკითხვითა და იმავე ფორმატით, რაზეც არაერთხელ მქონდა საუბარი, მე მაქვს ლეგიტიმური უფლება, ვიცოდე, რა მოქმედებასთან მაქვს საქმე. არის ეს სანქცირებული მოსამართლე თუ არ არის. მე ამაზე პასუხი აქამდე ვერ მივიღე და ვიმედოვნებ, რომ ოდესმე ამაზე პასუხი მექნება“, - განაცხადა ჩხიკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner