ეროვნული სასახლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო „ჩუქურთმას“ ორგანიზებით და ინიციატივით, 2022 წლის 18- 31 ივლისის ჩათვლით მინანქრის II სიმპოზიუმი გაიმართება!
პროექტის ფარგლებში ჩატარდება პრაქტიკული მუშაობა, ფოტოგადაღება, მოეწყობა გამოფენა, ასევე დაიბეჭდება შესრულებული ნამუშევრების კატალოგი.
სიმპოზიუმის მიზანია ახალგაზრდებში მინანქრის, როგორც უძველესი სახელოვნებო დარგის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, მისი ისტორიისა და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობა.
სიმპოზიუმში მონაწილეობა შეუძლიათ 13-დან 26 წლამდე ტიხრული მინანქრით დაინტერესებულ ახალგაზრდებს.