logo_geo
eng_logo
ჯოზეფ ბორელი: ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ამბობს, რომ სანქციები შეცდომა იყო. მე ვფიქრობ, რომ სანქციები მუშაობს
- +

18 ივლისი. 2022. 12:06

„კომისიასთან ერთად წარმოვადგინე ახალი წინადადებები და მათ შორისაა რუსული ოქროს აკრძალვა. დებატებია სანქციების ეფექტიანობაზე, ჩვენ მიერ დაწესებული შეზღუდვებს ევროპას უფრო მეტად აზარალებს თუ რუსეთს“, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მას მიაჩნია, რომ ევროპელი ლიდერების ნაწილის სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, რუსეთისთვის სანქციების დაწესება შეცდომა არ ყოფილა.

 

„ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ამბობს, რომ სანქციები შეცდომა იყო. მე არ ვფიქრობ, რომ სანქციები შეცდომა იყო, მე ვფიქრობ, რომ სანქციები მუშაობს. სანქციების დაწესება იყო ის, რაც აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა და გავაგრძელებთ ამ პოლიტიკას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ზოგი ამბობს, რომ რუსული ნავთობის აკრძალვით ნავთობზე ფასები გაიზარდა, მაგრამ ყველას ვურჩევ მონაცემებს გაეცნონ. რუსული ნავთობის აკრძალვის შემდეგ, ნავთობზე ფასებმა დაიწია. მე მოვუწოდებდი ყველას, როდესაც არგუმენტებზე საუბრობენ, ეს არგუმენტები მონაცემებით გაამყარონ. ყველას ხომ არ შეუძლია თქვას, რაც სურს. ჩახედეთ მონაცემებს. ოფიციალური ინფორმაციით, ნავთობზე ფასი არის იმ დონეზე, რაც ომამდე იყო“, - განაცხადა ბორელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner