„ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააძლიერა უკრაინის დახმარება, იარაღით მომარაგება და ფინანსური დახმარება, მაგრამ რაც შეეხება ევროპას, ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ,“ - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„ნახევარზე მეტი იმ თანხის, რაც ამ დრომდე უკრაინამ მიიღო, ომში მყოფ სახელმწიფოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაუგზავნა. დავუსვათ ეს კითხვა ევროპელ ლიდერებს, რადგან ომი ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააძლიერა უკრაინის დახმარება, იარაღით მომარაგება და ფინანსური დახმარება, მაგრამ რაც შეეხება ევროპას, ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. უნდა ვიმსჯელოთ, თუ როგორ გავუმკლავდეთ აგრესორს. უნდა ვისაუბროთ რუსეთზეც და ზოგად კონტექსტშიც. თუ ქვეყანა მეზობელი, დემოკრატიული სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო ძალას გამოიყენებს, მაშინ როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება და მიდგომა. ამ მსჯელობისას მხოლოდ რუსეთზე არ უნდა მოვახდინოთ ყურადღების კონცენტრაცია. გლობალური წესებია შეცვლილი და ახალი ისტორია ჩვენ უნდა დავწეროთ. ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთს შეეძლო ენერგორესურსები პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოეყენებინა და ყველა პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება ემზადებოდა ამ მომენტისთვის. რუსეთის მხრიდან გაზის გათიშვის შემთხვევაში, მე იმედი მაქვს, რომ ალტერნატიული გზები მოიძებნება“- განაცხადა მან.