„ქართული ოცნების" წევრი ოთარ აბესაძე სანდრა რულოვსის განცხადებას ეხმიანება:
„იდეალური წინასაარჩევნო სლოგანი- „ჩვენ ძალადობას აღარ გავიმეორებთ"
ადამიანებმა აპატიონ წამება, ცემა, ტერორი და "კასტილებიანი" გაუპატიურება... ტელევიზიებმა აპატიონ დარბევა, ბიზნესმენებმა აპატიონ რეკეტი, სასულიერო პირებმა აპატიონ ეკლესიის "კამაზით" დანგრევა და ა.შ.
უნდა აპატიოთ ისინი ამას აღარ გაიმეორებენ."- წერს აბესაძე.
"დამიჯერეთ, მე აქ არ ვიდგებოდი, თუ დარწმუნებული არ ვიქნებოდი, რომ ჩვენ ძალადობას ნამდვილად აღარ გავიმეორებთ",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა კორცხელში განაცხადა.