„ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ევროპაში მშვიდობის აღდგენისა და უსაფრთხოების გაძლიერების სამი გზა დაასახელა,“ - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„დღეს, ჯოზეფ ბორელის მოწვევით, საგარეო საქმეთა საბჭოზე, ევროკავშირის მინისტრებს მივმართე. ჩემი მთავარი გზავნილია: იარაღი უკრაინას, სანქციები რუსეთს და პასუხისმგებლობის დაკისრება - ესაა სამი გზა ევროპაში მშვიდობის აღდგენის, უსაფრთხოების გაძლიერებისა და სტაბილურობის დაცვისთვის“, - აცხადებს კულება.