logo_geo
eng_logo
დმიტრო კულებას განცხადებით, ევროპაში მშვიდობისთვის სამი კომპონენტია საჭირო - უკრაინისთვის იარაღი, ხოლო რუსეთისთვის სანქციები და ტრიბუნალი
- +

18 ივლისი. 2022. 16:59

 

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ევროპაში მშვიდობის აღდგენისა და უსაფრთხოების გაძლიერების სამი გზა დაასახელა,“ - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

 

„დღეს, ჯოზეფ ბორელის მოწვევით, საგარეო საქმეთა საბჭოზე, ევროკავშირის მინისტრებს მივმართე. ჩემი მთავარი გზავნილია: იარაღი უკრაინას, სანქციები რუსეთს და პასუხისმგებლობის დაკისრება - ესაა სამი გზა ევროპაში მშვიდობის აღდგენის, უსაფრთხოების გაძლიერებისა და სტაბილურობის დაცვისთვის“, - აცხადებს კულება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner