logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: „კრედიტ სუისი“ ბიძინა ივანიშვილის მიმართ გადარიცხვების შესაჩერებლად ევროპარლამენტის რეზოლუციას იყენებს
- +

18 ივლისი. 2022. 17:30

დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, რომ რეზოლუციით სამართლიანი ევროპა ითხოვს უსამართლობას, რადგან მსჯავრდებული სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლების მოთხოვნა კანონის უზენაესობაზე მკვეთრი წითელი ხაზებია“, - ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, პროცესი დასრულდება და ბიძინა ივანიშვილის ყველა კანონიერი მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

 

„კრედიტ სუისი“ ბიძინა ივანიშვილის მიმართ (გადარიცხვების შესაჩერებლად) ევროპარლამენტის რეზოლუციას იყენებს. აღნიშნული რეზოლუცია ლობიზმის მახინჯი ფორმით გამოყენების ერთ-ერთი მძიმე მაგალითია და მას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არა აქვს. დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, რომ რეზოლუციით სამართლიანი ევროპა ითხოვს უსამართლობას, რადგან მსჯავრდებული სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნა კანონის უზენაესობაზე მკვეთრი წითელი ხაზებია. ბანკი ჩართულია შურისძიებაში სქემით - ბიძინა ივანიშვილის მიმართ ვერ დაწესდა სანქციები?! დავაშანტაჟოთ! პოლიტიკური შანტაჟიდან გზა ფინანსურ დაშანტაჟებამდე საზოგადოების მიერ კარგად დანახული და გაშიფრულია. პროცესი დასრულდება და ბიძინა ივანიშვილის ყველა კანონიერი მოთხოვნა დაკმაყოფილდება. აი ომის დავალება კი შეუსრულებელ მისიად დარჩება!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner