logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი ცდილობს, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესი რამენაირად დააზიანოს
- +

18 ივლისი. 2022. 18:15

 

 

„როდესაც საკითხი არ არის მზად, როდესაც პოზიციები არ ყოფილა განხილული, როგორ შეიძლება ვისაუბროთ რიგგარეშე სხდომის ჩატარებაზე, რომელიც ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომელმაც ის მოითხოვა, არის მხოლოდ მოცემულობა იმისა, რომ გარკვეული შოუ დადგან,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, რაიმე საკითხი რომ ჩაჯდეს დღის წესრიგში, რეგლამენტის მიხედვით, აუცილებელია, რომ ჯერ ის განხილული იყოს საკომიტეტო მოსმენების ფორმატში.

 

„მოგეხსენებათ, რომ ირაკლი კობახიძემ წარადგინა რამდენიმე კვირის წინ დეტალური გეგმა, თუ როგორ ხედვას მმართველი გუნდი 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელებას და რას ვთავაზობთ ჩვენ საზოგადოებას. ამ გეგმის მიხედვით არის გაწერილი დეტალურად, თუ რომელიმე კომიტეტის პასუხისმგებლობით, რა სამუშაო ჯგუფები იქმნება, რა პროცესი უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ პოზიციები შეჯერდეს, მომზადდეს შეჯერებული პოზიციები შესაბამისი არგუმენტაციებით და წარდგენილ იყოს საშემოდგომო სესიაზე. გაიწერა კონკრეტული ვადებიც. ამას არამარტო ადგილობრივ დონეზე, არამედ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებშიც ძალიან მაღალი შეფასება მიეცა. როდესაც საკითხი არ არის მზად, როდესაც პოზიციები არ ყოფილა განხილული, როგორ შეიძლება ვისაუბროთ რიგგარეშე სხდომის ჩატარებაზე, რომელიც ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომელმაც ის მოითხოვა, არის მხოლოდ მოცემულობა იმისა, რომ გარკვეული შოუ დადგან. ამ პროცესის განხორციელება პოლარიზაციას კიდევ უფრო გააღრმავებდა, და ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დღევანდელი სხდომის ჩატარების საფუძველს ჩვენ ვერ ვხედავთ. ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი ცდილობს, რომ ეს მიმდინარე პროცესი, რომელიც დეტალურად არის გაწერილი, რამენაირად დააზიანოს. თავიდანვე ეს იყო სპეციალურად ორგანიზებული იმისთვის, რომ საზოგადოების და პარტნიორების თვალში წარმოეჩინათ, რომ თითქოსდა საზოგადოების და პარტნიორების თვალში წარმოეჩინათ, რომ „ქართული ოცნება“ არ არის მოწოდებული იმისთვის, რომ ეს პროცესი განხორციელდეს.

 

ყველა მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ, დღეის მდგომარეობით, 8 საკომიტეტო სხდომაა ჩატარებული. ამას გარდა, ამ გეგმის მიხედვით, ჩვენ უკვე 5 სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩავატარეთ. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ამ პროცესს შემოუერთდა, რეალურად ხედავს, რომ ეს პროცესი კონსტრუქციულად მიმდინარეობს“, - განაცხადა მიქანაძემ.

 

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მმართველი გუნდისგან გადმოდგმული შემხვედრი ნაბიჯი იქნებოდა მათთვის ვალდებულება, რომ ყველგან წაჰყოლოდნენ, „მათ შორის კომისიებში“.

 

„რაც შეეხება ბეჟაშვილის განცხადებას, ეს არის მარტივი სპეკულაცია, იმიტომ რომ მათ არცერთ პროცესში არ მიიღეს მონაწილეობა. 19 აპრილის შეთანხმებას მათ 100 დღის მერეც არ მოაწერეს ხელი და მათი შენაერთმა „ლელომ“, რომელიც თითქოსდა შემოუერთდა ამ შეთანხმებას, დავინახეთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში იმ მსხვილ პაკეტს, რომელიც შარშან პარლამენტმა მიიღო, მესამე მოსმენაზე მხარი არ დაუჭირა. ამიტომ ნდობაზე როცაა საუბარი, პირველ რიგში იმ მხარესაა სანდოობის საკითხი მოსაკითხი“, - აღნიშნა მიქანაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner