logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: პრემიერმა წერილში კონკრეტულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და მიმართა ევროკომისიის ხელმძღვანელს, რაც განპირობებული იყო იმით, რომ ევროპარლამენტმა სრულიად აბსურდული, უსაფუძვლო რეზოლუცია მიიღო
- +

18 ივლისი. 2022. 18:35

 

 

„პრემიერის წერილი იყო დროული და სწორად მიზანმიმართული. ამით ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი მზაობა ნებისმიერ ფორმატსა და საკითხზე ვითანამშრომლოთ და თითოეულ საკითხთან მიმართებით ჩვენ გვაქვს შესაბამისი არგუმენტაცია. ჩვენ არ ვართ ხელისუფლების ის გუნდი, რომელიც აკეთებს განცხადებებს, რომელიც არ არის გამყარებული კონკრეტული არგუმენტებით,“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, უმრავლესობას აქვს თავის მიზანი და წლის ბოლომდე თორმეტივე პუნქტი უნდა იყოს შესრულებული.

 

„ჩვენ გვინდა, ყველაფერი სამართლიანობასა და იმ ღირებულებებზე იყოს აგებული, რომლითაც ევროკავშირი ფუნქციონირებს და პრემიერის წერილი ზუსტად ამ სულისკვეთებას ასახავს. პრემიერმა წერილში კონკრეტულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და მიმართა ევროკომისიის ხელმძღვანელს, რაც განპირობებული იყო იმით, რომ ევროპარლამენტმა სრულიად აბსურდული, უსაფუძვლო რეზოლუცია მიიღო, რომელიც ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ არ გაიზიარა. ამის საფუძველი ისიც იყო, რომ ჩვენგან მაქსიმალურად მოხდა ინფორმაციის მიწოდება და დასაბუთდა, რომ ბევრი საკითხი, თითქმის ყველა, რაც იქ იყო წარმოდგენილი, საფუძველს მოკლებულია, მაგრამ ჩვენ ისიც დავინახეთ, რომ იმ ძალამ, რომელიც ცდილობს ჩვენ ქვეყანაში დესტრუქცია შემოიტანოს, მოახერხა ევროპარლამენტში დაახლოებით 300 დეპუტატის მხარდაჭერა მოპოვება ამ რეზოლუციაზე. ეს წერილი გაკეთდა იმისთვის, რომ ევროკომისიამ, რომელმაც უნდა გააკეთოს შეფასება საქართველოს შემდგომი პროგრესის, იმ 12 პუნქტიანი გეგმის განხორციელების და ა.შ. მაქსიმალურად დეტალურად იცოდეს ინფორმაციამ თუ რა არის სიმართლე. იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი ინფორმაციის მიწოდების საჭიროება იქება, პრემიერმა ისიც კი აღნიშნა წერილში, რომ მზად არის, შეხვდეს მას და უფრო დეტალურად განუმარტოს. ვიცით, რომ ევროკომისიამ შეფასების ვადა გადაწია, თუმცა, ჩვენ ამას არ ვუყურებთ, გვაქვს კონკრეტული მიზანი, რომ ამ წლის ბოლომდე 12-ივე პუნქტი უნდა იყოს შესრულებული. ამიტომ, ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც პროცესში არ არიან ჩართული, მოვუწოდებთ, რომ თავისი დღის წესრიგი გვერდზე გადადონ, რადგან პირველ რიგში ისინი აზიანებენ ქვეყანას. ჩაერთონ ამ პროცესში და ერთობლივად წავიდეთ წინ ევროპისკენ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner