რუსულმა „გაზპრომმა“ ევროპაში გაზის მიწოდების ნაწილზე ფორსმაჟორული მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო Reuters კომპანია „გაზპრომის“ წერილს გაეცნო, რომელიც 14 ივლისით არის დათარიღებული.
წერილში ნათქვამია, რომ „საგანგებო“ გარემოებების გამო, „გაზპრომი“ ვერ ასრულებს მიწოდების ვალდებულებებს.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ფორსმაჟორული გარემოება რეტროსპექტიულად ძალაშია 14 ივნისიდან.