logo_geo
eng_logo
ზურაბ აზარაშვილი: ვცდილობთ, რომ კლინიკებისთვის მსოფლიოში აპრობირებული ყველაზე სამართლიანი სატარიფო სისტემა შემოვიტანოთ
- +

18 ივლისი. 2022. 18:52

 

 

„კლინიკების ტარიფები შესაძლებელია გადასახედი იყოს, თუმცა ამისთვის გვჭირდება მყარი არგუმენტაცია, რადგან იხარჯება ბიუჯეტის თანხები,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.

 

„დარწმუნებული რომ ვიყოთ, რომ თანხები, რომელიც ამა თუ იმ სამედიცინო სერვისზე იხარჯება არის ადეკვატური, არის სამართლიანი და ეს ტარიფი არის იმდენი, რომ ამ ტარიფის მიხედვით აუცილებლად ორიენტირებული იყოს ეს თუ ის კლინიკა თუ სამედიცინო ქსელი, პაციენტის მომსახურების ხარისხზე და მიაწოდოს შესაბამისი მომსახურება. ჩვენ ამ მიმართულებით ბევრი სხვადასხვა ნაბიჯი დავგეგმეთ და აქტიურად მივყვებით, აქტიურად მიდის კონსულტაციები სამედიცინო კლინიკებთან, სხვადასხვა ქსელებთან. ჩემს მოადგილეებს აქვთ ამ თემაზე სრული დელეგირება და ისინი როგორც სამედიცინო ასევე ფინანსური კუთხით, მათთან ერთად ცდილობენ შემოიტანონ მსოფლიოში აპრობირებული ყველაზე სამართლიანი სატარიფო სისტემა. ეს სისტემა „დიარჯის“ სახელწოდებით არის ცნობილი. პარალელურად ჩვენ სხვადასხვა ტიპის სამედიცინო სტანდარტებს , როგორც მომსახურების ხარისხზე, ასევე სხვადასხვა ხარისხთან დაკავშირებულ სტანდარტებს ვგეგმავთ, რომ დავგეგმოთ სამინისტროში და აქედან გამომდინარე, როცა შესრულდება ხარისხთან დაკავშირებული პირობა და შესრულდება ტარიფის გადახედვის პირობა, ჩვენ უკვე სრულად უნდა ვიყოთ დარწმუნებული, ასევე ჩვენი მოქალაქეებიც, რომ მათ ეწევათ უმაღლესი ხარისხის, უმაღლესი სტანდარტის მომსახურება და ანაზღაურებაც არის ადეკვატური და იქ არანაირი კითხვის ნიშნები არ ჩნდება“, - განაცხადა აზარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner