პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო
-
+
18 ივლისი. 2022. 19:51
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად უზბეკეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტთან იმყოფებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო.