ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა ივლისის ტესტ-მატჩების 6 საუკეთესო მორაგბე დაასახელა. მათ შორის საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მოთამაშე, დავით ნინიაშვილიც მოხვდა.
საქართველოს რაგბის ნაკრებმა ისტორიაში პირველად შეძლო პირველი დონის გუნდის, იტალიის დამარცხება, რაშიც ნინიაშვილმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.