logo_geo
eng_logo
ჯოზეფ ბორელი: სანქციები მუშაობს და რუსული ეკონომიკა უკვე სერიოზულადაა დაზარალებული
- +

18 ივლისი. 2022. 20:33

 

 

არ შეიძლება ერთ სიბრტყეზე განვიხილოთ ომის გამო ყოველდღიურად დაღუპული ადამიანების სიცოცხლე და ის გავლენა, რაც რუსეთის მიერ ენერგორესურსების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას შეიძლება ევროპის ქვეყნებზე ჰქონდეს. ამიტომ ვუჭერთ მხარს უკრაინისთვის ყველა სახის დახმარების გაზრდას. ოთხშაბათს ევროკომისიაში გაიმართება შეხვედრა ენერგორესურსებზე, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა შესაძლო სცენარი. ჩვენ უნდა ძალიან ყურადღებით ვიყოთ, არავინ იცის , თუ რა შეიძლება მოხდეს ზაფხულში. ვემზადებით რა გავაკეთოთ, თუ რუსეთიდან გაზის მოწოდება შემცირდება. ეს არ იქნება მარტივი სცენარი, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

 

„სანქციები მუშაობს და რუსული ეკონომიკა უკვე სერიოზულადაა დაზარალებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სანქციები ერთ დღეში უკრაინაში ომს ვერ დაასრულებს, მაგრამ სანქციების შედეგად რუსეთს ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ გაატაროს რეფორმების დღის წესრიგი, რომელიც სახელმწიფოს ევროპულ გზაზე სჭირდება. უკრაინას აქვს ევროპული პერსპექტივა და მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება 5 სექტემბერს გავმართოთ ევროკავშირი - უკრაინის ასოცირების საბჭო. ჩვენ ვმუშაობთ, რომ საბჭოს სხდომა, რომელიც ზაფხულის შესვენების დასრულებისთანავე გაიმართება, გამოვიყენოთ უკრაინის ევროპული პერსპექტივისთვის და საჭირო რეფორმების გასატარებლად“, - აღნიშნა ბორელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner