logo_geo
eng_logo
მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
- +

18 ივლისი. 2022. 21:28

 

 

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, სანდრომ ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლა მოახერხა, სადაც მძიმე ბრძოლაში,(15:11) სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ არონ სილაგისთან დამარცხდა.

 

აღსანიშნავია, რომ ეს სანდრო ბაზაძის პირველი მედალია მსოფლიო ჩემპიონატზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner